მიმდინარე კვირიდან, უოლტ დისნეი 100 000-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასს აღარ გადაუხდის.
დისნეი მსოფლიოში არაერთ თემატურ პარკსა და სასტუმროს ფლობს, რომლებიც კორონავირუსის გამო დახურულია.
Financial Times-ის ცნობით, კომპანია თანამშრომლებისთვის ხელფასის შეწყვეტით, თვეში 500 მილიონ ამერიკულ დოლარს დაზოგავს.
დისნეის თანამშრომლებს, რომლებსაც შეუწყდებათ ანაზღაურება, კომპანია, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო ხარჯებს დაუფარავს.
მხოლოდ ამერიკაში COVID 19-ით გამოწვეული კარანტინით 6 მილიონზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩა, რამაც სხვადასხვა სამუშაო ობიექტების გახსნისა და დაწესებული შეზღუდვების შემცირების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გამოიწვია.