FIFA

პელე, ბექჰემი, მარადონა, ზიდანი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები ექიმებს მიმართავენ [VIDEO]

FIFA-მ ახალი კამპანია #WeWillWin წამოიწყო, რომელშიც ფეხბურთის ყოფილი და მოქმედი ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას. მათ ექიმების, სამედიცინო პერსონალის და ყველა იმ ადამიანის მხარდამჭერი ვიდეო ჩაწერეს, ვინც კორონავირუსს ებრძვის. 

"ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც გმირულად განაგრძობენ მუშაობას, უსასურულო აპლოდისმენტები" - წერს FIFA. 

კამპანიაში მონაწილეობენ პელე, მარადონა, დევიდ ბექჰემი, ზინედინ ზიდანი, კაკა, რონალდო, ბუფონი, სამუელ ეტოო, კაფუ, მაგდალენ ერიქსონი, იკერ კასილასი და სხვები. 

 

კომენტარები