კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 388-მდე გაიზარდა, 18 აპრილს 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Shutterstock

18 აპრილის საღამოს, საქართველოში კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამისად, Covid 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 388-მდე გაიზარდა. 18 აპრილს ინფექცია 18 ადამიანს გამოუვლინდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 86 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 - გარდაიცვალა.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან - კომენდანტის საათი და "ფაქტობრივი კარანტინი" მოქმედებს. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული. მთელი საქართველოს მასშტაბით აკრძალულია ყველა სახის საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი 10 დღით ჩაიკეტა.

შეჩერებულია ეკონომიკური საქმიანობა - მუშაობის უფლება მხოლოდ სასურსათო და კვების ობიექტებს, აფთიაქებს, ბანკებს და ფოსტას აქვთ. მოქალაქეებს 3000 ლარით აჯარიმებენ ორმეტრიანი დისტანციის დარღვევისთვის.

ამის მიუხედავად, საქართველოში აღდგომის ღამეს ლიტურგია მაინც ჩატარდა. ეკლესიების ნაწილში მრავალრიცხოვანი მრევლი დისტანციის დარღვევით, წესების დაცვის გარეშე ლიტანიობდა. მორწმუნეთა ნაწილი ამ დრომდე ტაძრებში რჩება - მათ იქაურობის დატოვების უფლება მხოლოდ 06:00-დან, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ აქვთ.

კომენტარები