მოძრაობა Global Citizen და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ონლაინ კონცერტს One World: Together at Home გამართავს, რომელშიც 100-ზე მეტი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ჰედლაინერები Rolling Stones, ბილი აილიში, ელტონ ჯონი და ლედი გაგა არიან.
ექვსაათიან კონცერტს ამერიკელი ტელეწამყვანები სტივენ კოლბერტი, ჯიმი ფელონი, ჯიმი კიმელი და ოპრა უინფრი გაუძღვებიან. მონაწილეები შოუში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებენ. კონცერტი კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ სამედიცინო პერსონალს ეძღვნება.
კონცერტი, შაბათს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და 4:00 საათზე დასრულდება. ტრანსლაციას ათობით ტელევიზია და სტრიმინგ სერვისი, მათ შორის Youtube გადმოსცემს.