ხანძარი ჩერნობილთან

ჩერნობილთან ხანძრის სამი ახალი კერა გაჩნდა

შენიშვნა: ფოტოზე 16 აპრილს გაჩენილი ხანძრის კერები არაა ასახული

16 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ძლიერი ქარის შედეგად ცეცხლის სამი ახალი კერა გაჩნდა, თუმცა სახელმწიფო საგანგებო სამსახურის თქმით, ცეცხლის გავრცელება ფართომასშტაბიანი და საშიში არ არის.

ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 1 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

უკრაინაში განაცხადეს, რომ რადიაციის დონე კიევსა და კიევის რეგიონში ნორმის ფარგლებშია. ოფიციალური პირები ნებისმიერი რადიაციის რისკს მინიმალურამდე ვარაუდობენ. 

14 აპრილს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან რამდენიმე კილომეტრში ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. განცხადების მიხედვით, ცეცხლი მხოლოდ სუსტად უკიდია ტყის ნიადაგს. მათივე თქმით, ხანძრის გამო რადიაციის დონე არ გაზრდილა.

ტყის ხანძარი ჩერნობილში 3 აპრილს გაჩნდა და აკრძალული ზონის დასავლეთ ნაწილში გავრცელდა. საბოლოოდ, ცეცხლმა ქალაქ პრიპიატამდე, ატომური ელექტროსადგურიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მიაღწია და საფრთხეს უქმნიდა იმ ტერიტორიას, სადაც რადიოაქტიური ნარჩენებია დამარხული.

პოლიციის თქმით, დააკავეს 27 წლის ადგილობრივი მოქალაქე, რომელსაც ბრალად ცეცხლის განზრახ გაჩენა ედება.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ეს საკითხი გამჭვირვალე იქნება და თავად შეხვდება საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლებს. "საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს და უსაფრთხოდ უნდა იყოს" - ნათქვამია მის განცხადებაში.

ჩერნობილის ტუროპერატორების ასოციაციის წარმომადგენლები მთავრობას ვითარების სიმწვავის დამალვაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები