კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ნუ გავალთ სასაფლაოებზე, ამ წელს გავაკეთოთ ეს გამონაკლისი

ინფექციას ვერ გავექცევით, გაიზრდება ინფექცია. მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად, ადრეულ ეტაპზე გამოვავლენთ და რამდენად მსუბუქი შემთხვევები გვექნება, როგორი იქნება ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები, რომ მოუაროს. 2000-ს მოუვლის დღეს ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ 5, 8 10 ათასს, სადაც 30% იქნება სარეანიმაციო, ვერ მოვუვლით, იცოდეთ. გვექნება ბევრი მსხვერპლი.

ამიტომ, ნუ გავალთ სასაფლაოებზე, ნუ გავმართავთ იქ სმა-ჭამას. თითო ადამიანი გავიდეს და თითო კვერცხი გააგოროს, თუ შეიძლება. ნუ გავალთ სასაფლაოებზე, ამ წელს გავაკეთოთ ეს გამონაკლისი. იმიტომ, რომ ამან შეიძლება ისეთ სპირალში შეგვიყვანოს, საიდანაც შემდეგ ძალიან გაგვიჭირდება გამოსვლა. 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

კომენტარები