კარანტინის წესების დარღვევა

3-ზე მეტი პირის შეკრების და დისტანციის დაუცველობის გამო, შსს-მ ერთ ღამეში 125 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო  მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პოლიციამ, 15 აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით 92 მოქალაქე დააჯარიმა.

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 125 მოქალაქე დაჯარიმდა. 

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 13 პირი დააჯარიმეს. 

თვითიზოლაციის წესების დარღვევის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

9 აპრილის მონაცემებით, შსს-მ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 8.6 მილიონი ლარის ჯარიმები გამოწერა.

კომენტარები