ეკლესია და კორონავირუსი

მეუფე საბა: ჩვენ გვგონია, ღმერთს სჭირდება ჩვენი მსახურება, მსახურება არის ადამიანების მიმართ

მაცხოვარმა რაც გააკეთა, ყველაფერი გააკეთა ადამიანებისთვის, თავი დადო, ჯვარზე ავიდა, ჯვარცმის წინ ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს და უთხრა: "მე არ მოვსულვარ იმისთვის, რომ თქვენ მემსახუროთ მე, არამედ მე გემსახუროთ თქვენ." ვინ ითვლება ამაში? ამაში ითვლებიან ადამიანები. ჩვენ გვგონია, რომ ღმერთს სჭირდება ჩვენი მსახურება, ჩვენი მსახურება არის ადამიანების მიმართ. ამიტომ დღეს, ყველაზე მეტად, ჩვენი მსახურება, აღდგომის დღესასწაულის განცდა, უნდა იყოს ადამიანების თანადგომის და იმ საფრთხის თავიდან აცილების, რის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და მთელი სამყარო.

ჩვენი თითოეული ნაბიჯი და წარმოთქმული სიტყვა უნდა იყოს ხელისშეწყობა ამ საფრთხის აცილებისათვის და არა ადამიანების პროვოცირება, რომ თითქოს დღეს გვდევნიან და ეკლესიებს გვიკეტავენ. ეკლესიებს არავინ კეტავს, ჩემო კარგებო.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი ტვ პირველის ეთერში საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებებს და განცხადებებს აფასებს.

კომენტარები