კორონავირუსი იტალიაში

იტალიაში ინფიცირების 2 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ეს ბოლო ერთ თვეში ყველაზე ნაკლებია

Forbes

15 აპრილს იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 2 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ბოლო ერთ თვეში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აქამდე, ყველაზე ნაკლები ახალი შემთხვევა 13 მარტს - 2 547 იყო.

15 აპრილსვე, იტალიაში 578 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანობაში, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 21,645-ია.

იტალიაში 9 მარტიდან საყოველთაო კარანტინი მოქმედებს, რომელიც ბოლო გადაწყვეტილებით, 3 მაისამდე გახანგრძლივდა. კარანტინის გახანგრძლივების მიუხედავად, 14 აპრილიდან გაიხსნა წიგნების, ბავშვების ტანსაცმლისა და საკანცელარიო მაღაზიები. 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსის 165 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 21 000 პაციენტზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 38 000 - გამოჯანმრთელდა.

კომენტარები