კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკა: 21 პაციენტი გვყავს, მათგან 9 საყურადღებოა, ორმხრივი პნევმონია აქვთ

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მაკა სოლოღაშვილის, თქმით კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტია მოთავსებული. სოლოღაშვილი ამბობს, რომ გუშინ, 14 აპრილს covid 19 კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. 

მისივე თქმით, ეს შიდა გადადების კიდევ ერთი შემთხვევაა. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. 

"9 პაციენტია საყურადღებო. ორმხრივი პნევმონია აქვთ. 18 წლამდე პაციენტია შვიდი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 13 პაციენტი ემზადება კვლევაში ჩასართველად"- თქვა სოლოღაშვილმა და დასძინა, რომ ინფიცირებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. 

15 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 6-ით გაიზარდა, სულ  დადასტურებულია 306 შემთხვევა. აქედან 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

კომენტარები