სოლიდარობის ნიშნად, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჰეიდარ ალიევის ცენტრის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, აზერბაიჯანს სოლიდარობის ძლიერი გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა:
"გამარჯვებისთვის ერთმანეთისთვის დახმარების გაწევაზე უკეთესი გზა არ არსებობს".
აზერბაიჯანის სოლიდარულ ჟესტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და მის აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს, მადლობა გადაუხადა - "ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ".
15 აპრილის ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 296 შემთხვევა, აქედან 69 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. 13 აპრილის მონაცემებით საქართველოში სულ 5027 პირს ჩაუტარეს ახალი ვირუსის ტესტი.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ქვეყანაში ახალი ვირუსით დაინფიცირების 1 197 შემთხვევა გამოვლინდა. აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის 71 736 ტესტი ჩაატარეს. გარდაიცვალა 13 პაციენტი. 351 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.