თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა

პანდემიის დროს, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, დღეს თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა.

"თქვენ არ ხართ მარტო ამ ბრძოლაში, ერთად გავიმარჯვებთ!" - თბილისის მერიის ცნობით, საქართველო მეგობარ ფრანგ ხალხს ამ მესიჯს უგზავნის.

რამდენიმე დღის წინ, საქართველომ სოლიდარობა იტალიელ, ესპანელ, ამერიკელ და ბრიტანელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიისა, აშშ-ის და ბრიტანეთის დროშების ფერებში გაანათა.

14 აპრილის ამჟამინდელი მონაცემებით, საფრანგეთში ახალი ვირუსით დაავადება 143 303 პირს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 15 729 პაციენტი. 28 805 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები