Edison Research: მოსახლეობის 45%-ს საკვებისთვის ფული ერთ თვეზე ნაკლებ ხანს ეყოფა

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარს, 45%-ს საკვებისთვის ფული ერთ თვეზე ნაკლებ ხანს ეყოფა.

40%-ისთვის მათ ხელთ არსებული თანხა საკვებს 1-დან 3 თვემდე უზრუნველყოფს.

8%-ს ფული 3-დან 6 თვემდე ეყოფა;

7%-ს 6 თვეზე უფრო მეტ ხანს.

Edison Research-ს კვლევა ტელეკომპანია ფორმულამ დაუკვეთა.

კომენდანტის საათის დანიშვნამდე და დანიშვნის შემდგომ პერიოდში მკვლევრებმა ტელეფონით 1000 რესპოდენტი გამოჰკითხეს.

21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, 31 მარტიდან კი ე.წ კომენდანტის საათი და მკაცრი საკარანტირე პირობები ამოქმედდა. მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

დაკეტილია რესტორნები და სასტუმროები, მაღაზიები და სხვა სავაჭრო ობიექტები, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. არ მუშაობს აგრარული ბაზრები, დახურულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რკინიგზა. რამდენიმე რეგიონი ჩაკეტილია. მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა.

კომენტარები