Beatles-ის სიმღერის Hey Jude-ის ხელნაწერი ტექსტი 900 ათას დოლარად გაიყიდა

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Beatles-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერის Hey Jude-ის ხელნაწერი ტექსტი აუქციონზე 910,000 დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

სააუქციონო ლოტის ფასმა ექვსჯერ გადააჭარბა პირველად შეფასებას. მყიდველის ვინაობა უცნობია. ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, პოლ მაკარტნიმ სიმღერა 1968 წელს დაწერა.

სიმღერა ჯგუფის კიდევ ერთი ლიდერის ჯონ ლენონის შვილს ჯულიანს ეძღვნება, რომელიც მშობლების განშორებით იყო გულდაწყვეტილი. 

ხელნაწერი ტექსტი აუქციონზე გატანილი 250 ლოტიდან ერთ-ერთი იყო, აუქციონი კი ჯგუფის დაშლის 50 წლის იუბელეს მიზეზით გაიმართა. 

 

კომენტარები