რუსეთიდან ჩინეთში Covid-19-ით ინფიცირებული 21 მოქალაქე დაბრუნდა

რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ჩინეთის 21 მოქალაქეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხეილუცზიანი პროვინციის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს. 

როგორც ცნობილია, ჩინეთის მოქალაქეები მოსკოვიდან ჯერ ვლადივასტოკში, ხოლო შემდეგ კი ჩინეთის ქალაქ სუიფენხეში ჩავიდნენ. დაავადებულები ვლადივასტოკამდე თვითმფრინავით ჩაფრინდნენ, ხოლო ჩინეთის საზღვარი სამგზავრო ავტობუსით გადაკვეთეს. 

ამ დროისთვის ჩინეთში ახალი კორონავირუსი რუსეთიდან დაბრუნებულ 188 მოქალაქეს დაუდგინდა. შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ქალაქ სუიფენხეში იზოლაციის რეჟიმი გამკაცრდა. 

ჩინეთის ხელისუფლების მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩინეთში ახალი კორონავირუსის 99 შემთხვევაა დადასტურდა, აქედან 97 მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში უცხოეთიდან დაბრუნდნენ.

კომენტარები