კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 79 წლის კაცი და 80 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ

იმედი

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 80 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მისი თქმით, ქალი თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანენ.

"18 დღის წინ შევიდა კლინიკაში და იმყოფებოდა კრიტიკულ მდგომარეობაში. იყო ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, გულის მწვავე დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი. ეს ქალბატონი მოიხსნა აპარატიდან. აღარ არის ჟანგბადდამოკიდებული,"- თქვა რატიანმა და აღნიშნა, რომ კორონავირუსისგან 79 წლის კაციც გამოჯანმრთელდა. ის კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს. 

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 კვირის ორსულიც. რატიანის თქმით, 5 პაციენტზე პირველადი ტესტების პასუხები COVID-19-ზე ასევე უარყოფითია. განმეორებით ანალიზებს მათ დღეს ჩაუტარებენ. 

საქართველოში კორონავირუსისგან სულ 63 გამოჯანმრთელდა. 

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 252 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან სამი დაინფიცირებული გარდაიცვალა.

კომენტარები