ხანძარი

დიღმის მასივში ცხრასართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, დიღმის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხრასართულიანი კორპუსის მე-9 სართულზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ოთახი და აივანი იწვოდა.

უწყების ცნობით, ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, რომლებმაც მისვლისთანავე დაიწყეს ხანძრის კერის სიახლოვეს მდებარე ბინებიდან მოსახლეობის ევაკუაცია და ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მათივე ცნობით, მუშაობას ძლიერი ქარი ართულებდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის შეკავება და ხანძრის სრული ლიკვიდირება შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები