Apple და Google ტექნოლოგიას ქმნიან, რომელიც მომხმარებლებს Covid-19-ის მქონე პირთან კონტაქტს ამცნობს

BBC

კომპანიების Apple და Google განცხადებით, ისინი ერთობლივად შექმნიან ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანებს სმარტფონის მეშვეობით შეატყობინებს, რომ მათ კონტაქტი აქვთ ან ჰქონდათ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთან.

მომხმარებელი სისტემაში საკუთარი სურვილით უნდა ჩაერთოს, მათ არც ერთმანეთის პირად მონაცემებზე ექნებათ წვდომა, თუმცა ამ გზით, პოტენციურად, მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მესამედის მონიტორინგია შესაძლებელი.

ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანის კვალის პოვნა ეპიდემიის მართვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მიიჩნევა, თუმცა მსგავსი ტექნოლოგიის განვითარება კამათსაც იწვევს - მილიარდობით ადამიანმა ჯანმრთელობის შესახებ პირადი მონაცემები უნდა გააზიაროს მობილური ტელეფონით, რომლებიც გამუდმებით იტყობინება მისი პატრონის ადგილმდებარეობას. მსგავსი ტექნოლოგია უკვე დანერგეს ზოგიერთ ქვეყანში, მაგალითად სამხრეთ კორეაში, სინგაპურში, ისრაელში.

Apple-ისა და Google-ის ტექნოლოგია შემდეგნაირად იმუშავებს: თუ მომხმარებლები ერთმანეთს გარკვეულ მანძილზე მიუახლოვდებიან, მათი მობილურები ბლუთუსის მეშვეობით ე.წ. ანონიმურ კოდს გაცვლიან. მობილურებით პერიოდულად შემოწმდება, მომხმარებლის უკანასკნელი კონტაქტებიდან დაუდასტურდა თუ არა ვინმეს კორონავროუსი - თუ მომხარებელს ვირუსი დაუდასტურდება და ამ ინფორმაციას აპლიკაციაში შეიყვანს, 14 დღის განმავლობაში მასთან მიახლოებულ პირებს ამ ინფორმაციას მობილურზე შეტყობინების სახით ამცნობენ. აღნიშნულ რისკის ქვეშ მყოფ პირებს ასევე შეატყობინებენ, რომ თვითიზოლაცია უნდა დაიწყონ.

აპლიკაციის გამოყენება ნებაყოფლობითი იქნება. კომპანიები მომხმარებლების ადგილმდებარეობას და სხვა პირად მონაცემებს არ შეაგროვებენ. მომხმარებლებებს არ ეცნობებათ კონკრეტულ სია, თუ ვის ეკონტაქტნენ, ან კონკრეტულად ვის დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი

უპრეცენდენტო კოლაბორაციით, Apple და Google ოპერაციულ სისტემებს მაისის შუა რიცხვებში განაახლებენ, რათა შესაძლებელი იყოს აპლიკაციის ჩაწერა. მომავალ თვეებში კი, ოპერაციული სისტემის კიდევ დრთი განახლებით, ეს ტექნოლოგია რაიმე სხვა აპლიკაციის გარეშე იფუნქციონირებს.

ტექნოლოგია იმუშავებს აიფონებზე IOS 13 ან შემდეგი ვერსიით, ასევე ნებისმიერ ანდროიდზე, რომელსაც 2015 ან შემდეგი წლების ვერსია აქვს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა რობერტ რედფილდმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის მქონე პირის კონტაქტების მოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ვირუსის გავრცელება შეაჩერონ და ახალი კერების გაჩენა თავიდან აიცილონ.

11 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსი 1 709 593 ადამიანს დაუდასტურდა. 103 506 პაციენტი გარდაიცვალა. 382 012 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები