10 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1,607,984 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 354,116 და გარდაიცვალა 95,758 ადამიანი.
მსოფლიოს რიგ ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობა ან კარანტინია გამოცხადებული. თვითიზოლაციაში მყოფი მოსახლეობისთვის ყოველდღიური ცხოვრების სტილი და დინამიკა შეიცვალა. შეცვლილია პირველადი მოხმარების პროდუქტების მიღების გზებიც.
წარმოგიდგენთ ფოტოკოლაჟს, რომელიც პანდემიის დროს პროდუქტების მიწოდებას ასახავს.