ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება დატოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში დააბრუნეს.

"პრემიერმინისტრი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში დააბრუნეს, სადაც მისი გამოჯანმრთელების ადრეულ ფაზას დააკვირდებიან. ის ძალიან კარგ ხასიათზეა", - ავრცელებს ინფორმაციას პრემიერმინისტრის კაბინეტი.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 6 აპრილს გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა. 

ბორის ჯონსონმა 27 მარტს გავრცელებულ მიმართვაში თქვა, რომ კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მომდევნო ათი დღის განმავლობაში ის თვითიზოლაციიდან უძღვებოდა მთავრობის საქმიანობას, თუმცა მაღალი ტემპერატურისა და სხვა შენარჩუნებული სიმპტომების გამო 5 აპრილის საღამოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები