ტაილერ პერის ინიციატივით 73 სურსათის მაღაზია მოხუცებს უფასოდ მოემსახურება

Deadline

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ტაილერ პერი მოხუცებს სასურსათო პროდუქტების შესაძენად დახარჯულ თანხას აუნაზღაურებს.

50 წლის ვარსკვლავი, ამ ეტაპზე, 73 სურსათის მაღაზიასთან თანამშრომლობს, რომლებიც ატლანტასა და ნიუ ორლეანსის ტერიტორიაზე მცხოვრებ ასაკოვან ადამიანებს დაეხმარება. მაღაზიები შედარებით ადრე გაიღება და რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ მოხუცებს, უფასოდ მოემსახურება. 

"პერის რამე განსაკუთრებულის გაკეთება უნდოდა ყველაზე დაუცველი ადამიანებისთვის, იმ ქალაქებში, რომელთაც სახლად მიიჩნევს," - ამბობს მსახიობის წარმომადგენელი ერთერთ ინტერვიუში.

9 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 435,609 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 24,125 და გარდაიცვალა 14,833 ადამიანი.

კომენტარები