19 აპრილის ტრაგედია

აშშ-ის საელჩო: პატივს მივაგებთ მათ, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებას, რისთვისაც იბრძოდა

AP

აშშ-ის საელჩო საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.

"ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის. ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს, ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა" - წერია საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. ამ დღეს რუსული ჯარის ნაწილები სასტიკად გაუსწორდნენ თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. დაიღუპა 21 ადამიანი.

ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები