კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ორი პაციენტი გვყავდა მძიმე პნევმონიით, შეგვემატა კიდევ 5

რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ცენტრიდან 7 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან. მისივე თქმით, ახალი პაციენტების მდგომარეობა დინამიკაში გაუარესდა, მათ პნევმონია გამოუვლინდათ. 

" ჩვენ ორი პაციენტი გვყავდა მძიმე პნევმონიით, შეგვემატა კიდევ 5 პაციენტი. მათთანაც გამოვლინდა პნევმონია, რომელიც ჯერჯერობით პროგრესირებს"- თქვა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ მკურნალობის ფონზე, სტაბილიზაციის შემდეგ, გამოჯანმრთელებაც დაიწყება. 

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულების რიცხვი 50-ია. 

საქართველოში კორონავირუსით სულ 208 ადამიანია დაავადებული. გარდაიცვალა 3 პაციენტი.

კომენტარები