პოლ უოკერის შვილმა მამის აქამდე უცნობი ვიდეო გამოაქვეყნა

Entertainment Weekly

პოლ უოკერის შვილმა მედოუმ მამის აქამდე უცნობი ვიდეო Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

ვიდეოში მედოუ მამას დაბადების დღეს ულოცავს. მოულოდნელი მილოცვისგან შეშინებული მსახიობი შვილს ეხუტება და სიცილს იწყებს. 

ფორსაჟის ვარსკვლავი, მსახიობი პოლ უოკერი 2013 წელს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

კომენტარები