უილ სმიტი

უილ სმიტმა ახალი ონლაინ შოუ წამოიწყო

Hollywood Reporter

თვითიზოლაციაში მყოფმა ამერიკელმა მსახიობმა უილ სმიტმა ახალი ონლაინ შოუ წამოიწყო. პროექტის სახელია Will From Home და აპლიკაციის Snapchat მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. 

შოუს მოქმედება მსახიობის სახლში ვითარდება და მის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ჩაწერაში უილ სმიტის გარდა მისი ოჯახის წევრები და მეგობრები იღებენ მონაწილეობას. შოუ 12 ეპიზოდისგან შედგება, რომლებიც ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გამოვა.

Snapchat-ის ხელმძღვანელობის აზრით, მომხმარებლები ამ ეტაპზე უფრო გასართობი კონტენტით არიან დაინტერესებულნი, ვიდრე ახალ კორონავირუსზე სიახლეებით.

მსგავსი შოუ ჰოლივუდის კიდევ ერთ მსახიობს, ოფისის ვარსკვლავს ჯონ კრასინსკის აქვს.

 

კომენტარები