ახალი კორონავირუსი

მსოფლიოს ვარსკვლავები 18 აპრილს ექიმებისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავენ

ლედი გაგამ, მოძრაობა Global Citizen-თან ერთად 35 მილიონი დოლარის შემოწირულობები შეაგროვა და მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას გადასცემს.

მომღერლის თქმით, მათ თანხის შეგროვებაში კორპორაციების დამფუძნებლები, ტექნოლოგიური კომპანიები და ფილანტროპი ადამიანები დაეხმარნენ.

ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ ლედი გაგა ორგანიზებას გაუწევს კონცერტს, რომლის მეშვეობითაც ვარსკვლავები სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მადლობას გადაუხდიან.

კონცერტი "One World: Together at Home" 18 აპრილს გავა და მასში მონაწილეობას მიიღებენ ელტონ ჯონი, ჯონ ლეჯენდი, ბილი აილიში, პოლ მაკარტნი, ბილი ჯო ამსტრონგი და სხვები.

"გვსურს რომ ფული ეთერში გასვლამდე შევაგროვოთ. როდესაც კონცერტი დაიწყება, თქვენი საფულეები განზე გადადეთ, მოიშორეთ სახელფასო ბარათები და დატკბით შოუთი", - თქვა ლედი გაგამ.

საღამოს წამყვანები ჯიმი კიმელი, ჯიმი ფელონი და სტივენ კოლბერტი იქნებიან.

ლედი გაგასთან ერთად კონცერტის ორგანიზებაში WHO და Global Citizen არიან ჩართულები.

კომენტარები