შანია ტუეინი

შანია ტუეინმა ორი სიმღერა ცხენის თანდასწრებით შეასრულა

Youtube

ქანთრი მუსიკოსმა ონლაინ კონცერტზე ACM Presents: Our Country ორი სიმღერა შეასრულა. პერფომანსს მისი შინაური ცხოველი, თეთრი ცხენი დაესწრო.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=45&v=l3Cop-WG7fs&feature=emb_logo]

54 წლის მომღერალმა სიმღერები Honey I'm Home და Man! I Feel Like a Woman შეასრულა. შოუში ტუეინის გარდა ბლეიქ შელტონმა, გვენ სტეფანიმ, ქერი ანდერვუდმა, ჯონ ლეჯენდმა და სხვა ვარსკვლავებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ტუეინი გამოცდილი მოჯირითეა, ხშირად მუსიკოსი სცენაზე ცხენზე ამხედრებული გამოდის და საკუთარი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერას ასრულებს. 

კომენტარები