CALL ME BY YOUR NAME-ის შემდეგ ნაწილში ტიმოთი შალამე და არმი ჰამერი კვლავ იქნებიან

ტიმოთი შალამე და არმი ჰამერი Call My by Your Name-ში.

2017 წელს გადაღებული ფილმის "Call Me by Your Name"-ის გაგრძელებაში ტიმოთი შალამე და არმი ჰამერი ითამაშებენ - ამის შესახებ ფილმის რეჟისორმა La Repubblica-სთან განაცხადა.

"ცხადია, ძალიან სასიამოვნო იყო ტიმოთი შალამესთან, არმი ჰამერთან, მაიკლ სტალბერგთან, ესთერ გარელთან და სხვა მსახიობებთან მუშაობა. ყველანი იქნებიან ახალ ფილმში", - თქვა ლუკა გუადანინომ.

ჯერჯერობით უცნობია დეტალები ახალი ფილმის შესახებ. თუმცა, ცნობილია, რომ ნოველა "Call Me by Your Name"-ს, რომლის მიხედვითაც ფილმი არის გადაღებული, გაგრძელება აქვს და მას "Find Me" ჰქვია. მწერალმა "Find Me" 2019 წელს გამოსცა და მასში სიუჟეტი 10 წლის შემდეგ ვითარდება.

"Call Me by Your Name"-მა 2018 წლის ოსკარის ცერემონიაზე 4 ნომინაციის მოპოვება შეძლო, მათ შორის იყო საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო მსახიობის ნომინაციები. ფილმის სცენარისტმა, ჯეიმს აივორიმ საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები