P!nk

PINK ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

Getty Images

მომღერალი Pink ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა - მან ამის შესახებ საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა.

მისი თქმით, მან და მისმა ოჯახმა ორი კვირა იზოლაციაში გაატარეს და განმეორებითმა ტესტირებამ ნეგატიური პასუხი უჩვენა.

"ორი კვირის წინ, მე და ჩემი 3 წლის შვილი ჯეიმსონი Covid-19-ის სიმპტომებს ვავლენდით. საბედნიეროდ, ჩვენს ექიმს წვდომა ჰქონდა ტესტებზე და მე ვირუსი დამიდასტურდა. ჩემი ოჯახი ისედაც იზოლაციაში იყო და ასეც გავაგრძელეთ, ექიმის ინსტრუქციების შესაბამისად. რამდენიმე დღის წინ განმეორებითი ტესტირება ჩაგვიტარდა და პასუხი ნეგატიურია", - წერს მომღერალი.

Pink-ის თქმით, ის 500 000 დოლარს ფილადელფიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადარიცხავს, ხოლო ასევე 500 000 დოლარს ლოს-ანჯელესში შექმნილი ახალი კორონავირუსის ფონდში.

"ეს დაავადება სერიოზული და ნამდვილია. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ის ერთნაირათ ემართებათ მოხუცებსა და ახალგაზრდებს, ჯანმრთელებსა და დაავადებულებს, მდიდრებსა და ღარიბებს. ტესტირება უფასო უნდა იყოს და უფრო ხელმისაწვდომი, რათა დავიცვათ ჩვენი შვილები, ოჯახები, მეგობრები და საზოგადოება", - წერს მომღერალი.

კომენტარები