ნილ დეგრას ტაისონი

ნილ დეგრას ტაისონი: Iron Man მოერევა Batman-ს

Desktop Wallpapers

ცნობილი ასტროფიზიკოსი ნილ დეგრას ტაისონი ხშირად მიმოიხილავს ფილმებს, წიგნებს და კომიქსებს. თვითიზოლაციაში მყოფმა მეცნიერმა ამჯერად კომიქსის ცნობილი გმირები, მათი ძალები და პირადი ნივთები ფიზიკის კანონების ფარგლებში განიხილა.

"როგორც მეცნიერი უპირატესობას Avengers-ის სამყაროს ვანიჭებ, თუნდაც იმიტომ რომ მრავალი გმირი მეცნიერია, თავიანთი ძალები კი დამაჯერებელი სამეცნიერო იდეების განხორციელებით აქვთ მოპოვებული."

"1991 წელს Marvel-მა თორის უროს - მიოლნირის ბარათი გამოუშვა. აღწერილობაში მითითებულია წონაც, იარაღი 19,1 კილოგრამს იწონის, მაგრამ შემქმნელებს არ დაუზუსტებიათ სამყაროს რომელ ნაწილში. მაგალითად დეიმოსზე, რომელიც მარსის თანამგზავრია უროს წონა 63502 კგ იქნება."

"თუკი ბრიუს ბენერი ჰალკად გადაქცევისას თავდაპირველ მასას ინარჩუნებს, მისი სხეულის სიმკვრივეც იზრდება. ამ შემთხვევაში ჰალკის სხეულის სიმკვრივე შამპანურის საცობის სიმკვრივის ტოლია."

"თუ თორი ღმერთია და ღვთიური ძალები გააჩნია, ჩემი აზრით დიდი კუნთები საერთოდ არ სჭირდება."

"ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე. სუპერძალების არმქონე გმირები რომ ავიღოთ, Iron Man მოერევა Batman-ს, თუმცა ბრიუს უეინი დაამარცხებს ტონი სტარკს, ხოლო ორივეს შავი ქვრივი მოერევა."

"სუპერმენის მშობლიური პლანეტა LHS-2520 რეალურად არსებობს - ჯუჯა პლანეტა სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედში, სახელად Corvus(ყორანი). ასევე ყორანი სმოლვილის(დედამიწის ქალაქი, რომელშიც სუპერმენი გაიზარდა) სკოლის გუნდის თილისმაა."

"ტრაბახად ნუ ჩამითვლით, მაგრამ სუპერმენი ჩემს ოფისს ეწვია. შეხვედრისას ჩემი და ჩემი თანამშრომლების მიმართ უაღრესად თავაზიანი იყო." 

კომენტარები