პანდემიის გამო მოსკოვის საპატრიარქომ ტელეფონით და Skype-ით აღსარების ჩაბარება დაუშვა

მოსკოვის საპატრიარქო

პანდემიის კრიზისის დროს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში აღსარების ონლაინრეჟიმში ჩაბარება დაუშვეს.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა განაცხადა.

"თუ ადამიანს მასობრივი თვითიზოლაციის პერიოდში სურს აღასრულოს აღსარების საიდუმლო, მას შეუძლია მოელაპარაკოს მღვდელს ინდივიდუალურ აღსარებაზე, ან ზოგიერთ შემთხვევაში აღსარება თქვას ტელეფონით ან Skype-ის მეშვეობით", - თქვა მიტროპოლიტმა მორწმუნეებთან ონლაინკონფერენციისას.

სანამ მოსკოვის პატრიარქი კირილი მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა, მოსკოვის საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება ყოველი ზიარების შემდეგ კოვზი სპირტით გაეწმინდა. მოგვიანებით, ეკლესიამ მრევლს სალხში დარჩენისკენ მოუწოდა.

მსოფლიოში 15 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიაა. მათგან 12 კორონავირუსის პანდემიის პასუხად საჯარო ღვთისმსახურებებს ერისკაცთა გარეშე, დახურულ კარს მიღმა აღასრულებს. 1-ის, სერბეთის ეკლესიის პოზიცია ბუნდოვანია - მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი ეპისკოპოსის, მილუტინის წესის აგებას მრევლი არ ესწრებოდა. 2-ის - საქართველოსა და პოლონეთის ეკლესიები ერისკაცებისთვის ღვთისმსახურებებს არ ხურავენ და არც ზიარების წესს ცვლიან.

კომენტარები