ოზურგეთი

შსს: ოზურგეთში ტაძრის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ვამხილეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიაში ტაძრის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი ძმები, 2005 წელს დაბადებული გ.კ და 2007 წელს დაბადებული ი.კ ამხილეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნები ტაძარში მას შემდეგ შევიდნენ, რაც ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. უწყების ინფორმაციით, მათ ტაძრის შესასვლელ კართან შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

შსს-ს ცნობით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები