ბილ უითერსი

ამერიკელი მუსიკოსი ბილ უითერსი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

1938 წლის 4 ივლისს დაბადებული ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი ბილ უითერსი 30 მარტს, 81 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია AP-ს მისმა ოჯახმა დაუდასტურა.

1970-იან წლებში მან ჩაწერა ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორიცაა "Lovely Day", "Ain't No Sunshine", "Lean On Me" და სხვები.

უითერსი გრემის ჯილდოს სამგზის გამარჯვებულია.

"ჩვენ განადგურებულები ვართ ჩვენი საყვარელი, ერთგული ქმრისა და მამის დაკარგვით. ერთ კაცს, რომელსაც გულით სურდა მსოფლიოს დაკავშირება, მისი პოეზიითა და მუსიკით, გულწრფელად ესაუბრებოდა ხალხს და ისინი ერთმანეთთან დააკავშირა... მისი მუსიკა სამუდამოდ მსოფლიოს ეკუთვნის," - ვკითხულობთ ოჯახის განცხადებაში.

კომენტარები