მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას - ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყეთ ჩვენს ხალხს. საელჩომ გამოუცხადა, რომ ბილეთები გაიყიდებოდა იაფად, მივიდნენ აეროპორტში და აღმოჩნდა, რომ მარტო 25 ბილეთი გაიყიდა და დანარჩენი ნაცნობობით გადანაწილდა თქვენს ახლობლებზე, ნათესავებსა და მეგობრებზე. რას დასცინით ხალხს?!
გუშინ, 31 მარტს, ვარშავიდან დანიშნული იყო პირველი რეისი უკრაინული "სკაიაპის", რომლესაც 190-მდე ჩვენი თანამემამულე უნდა წამოეყვანა - უფასოდ [...] რეისების შეთავაზება ძალაშია, არაფერი გვინდა თქვენი, გარდა ერთისა - თბილისის აეროპორტში დაჯდომის ნებართვა.
მივმართავ ემიგრანტებს, მოთხოვეთ, მიწერეთ წერილები, მოთხოვეთ სელჩოებს დაუშვან ეს რეისები. უფასოდ მიგვყევხართ საქართველოში, უბრალოდ ივანიშვილი თავისი ხუშტურების გამო ამის უფლებას არ აძლევს გახარიას.





