გომელაური: გუშინ სულ 350-მდე ადამიანი და 10-15-მდე საწარმო დაჯარიმდა

შინანაგნ საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მოქალაქეები ემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდვებს. თუმცა, გომელაურის ცნობით, გუშინ, 31 მარტს საგანგებო რეჟიმის ამოქმედების პორველ დღეს, წესების დარღვევისთვის 350-მდე მოქალაქე და 15-მდე საწარმო დაჯარიმდა.

"გუშინ ღამე, როდესაც დაიწყო უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, ძალიან ცოტა 17 დარღვევა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ჩვენც გაგვიკვირდა, მეტს ველოდებოდით სტატისტიკურად.

მთლიანობაში 350-მდე მოგვიწია სამწუხაროდ, არავის არ გვიხარია არც ჩვენ, არც რიგით პოლიციელებს, არც ხელმძღვანელობას, რომ ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. 350-ადამიანამდე და 10-15-მდე საწარმო დაჯარიმდა უკვე", - ამბობს გომელაური.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით ჯარიმდება.

განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები