კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: მძიმე პაციენტებს დაემატა ერთი 79 წლის ქალი მარნეულის კლასტერიდან

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, მძიმე პაციენტებს დაემატათ 79 წლის ქალბატონი, მარნეულის კლასტერიდან. 

რატიანის თქმით, პაციენტს აღენიშნება ე.წ. ჩაჩუტული ფილტვის სინდრომი და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. 

მანვე აღნიშნა, რომ სხვა მძიმე პაციენტების მდგომარეობა დასტაბილურდა. მისი თქმით, სტაბილურია ორსული ქალისა და ახალშობილების მდგომარეობაც. 

"62 წლის პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა უმართავი, ექიმთან მიმართვიანობის დაგვიანება, თუმცა ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და იმყოფება ფილტვის ვენტილაციაზე. მკვეთრად დადებითია 80 წლის ქალის მდგომარეობაც . 22 კვირის ორსული ქალი, თავის ნაყოფთან ერთად, ამ ეტაპამდე არის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში. 5 ახალშობილი კი, რომლებიც ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან, მათი მდგომარეობა ყველასი, დადებითია," - თქვა რატიანმა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 23 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები