2020 წელს გარდაცვლილები

ამერიკელი მესაყვირე უოლას რონი კორონავირუსით გარდაიცვალა

Mercury News

59 წლის ასაკში ამერიკელი მესაყვირე უოლას რონი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი პუბლიცისტი ლიდია ლიბმანი ავრცელებს:

"მწუხარებით ვადასტურებ, რომ იკონური მესაყვირე და ჯაზის ლეგენდა უოლას რონი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა."

რონი ჰარდ ბოპის და პოსტ ბოპის ჟანრში მუშაობდა. მისი მასწავლებლები ჯაზის ლეგენდები - კლარკ ტელი, დიზი ჯილესპი და მაილს დევისი იყვნენ. კარიერის განმავლობაში რონიმ 21 სტუდიური ალბომი გამოსცა, თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც ჩიკ კორეა, არტ ბლეიკი და რიკი ფორდი არიან. 

1 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კოროანვირუსით ინფიცირების 189,800 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან განიკურნა 7,251, ხოლო გარდაიცვალა 4,087 ადამიანი.

კომენტარები