აშშ იტალიას 100 მილიონის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს

Covid-19-ის დასამარცხებლად აშშ იტალიას 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა განაცხადა. 

"ცოტა ხნის წინ იტალიის პრემიერმინისტრს ვესაუბრე და მივიღეთ გადაწყვეტილება, იტალიას 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადავცეთ", — განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას ამ დროისთვის საკმარისზე მეტი რესურსი აქვს. 

ამ დროისთვის იტალიაში ახალი კორონავირუსის 101 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე მაჩვენებელია. იტალია კვლავაც პირველ ადგილს იკავებს დაავადებით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რაოდენობით. 

ჯობ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსით 11,591 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები