გაბუნია: PCR ტესტების მარაგი საკმარისია, დეფიციტის რისკი არ არის

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ დროისთვის საქართველოში PCR ტესტების მარაგი საკმარისია, ამასთან, უახლოეს დღეებში ის კიდევ შეივსება.

შესაბამისად, გაბუნიას თქმით, ტესტების დეფიციტის რისკი არ არის.

"როგორც PCR ტესტების მარაგზე, ასევე, ნებისმიერ სხვა მარაგზე და მარაგების შევსებაზე ლუგარის ლაბორატორია და ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს მიმდინარე რეჟიმში. ამ ეტაპზე მარაგი არის საკმარისი და შევსებას ველოდებით უახლოეს დღეებში. ამდენად დეფიციტის რისკს ჩვენ, პრაქტიკულად, ვერ ვხედავთ იმ შეფასებებიდან და პროგნოზებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ხელთ არის", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ პროგნოზებთან დაკავშირებით 1-ლ აპრილს დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრა იგეგმება, სადც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ ერთხელ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, გააკეთებს პროგნოზების რევიზიას და შესაბამისად, მოხდება მარაგების მართვის მენეჯმენტიც.

"თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ ამ კუთხით პრობლემებს არ ველოდებით", - ამბობს გაბუნია.

კომენტარები