Sony

კომპანიამ Sony რამდენიმე ფილმის პრემიერა ახალი კორონავირუსის გამო გადაიტანა

Variety

კომპანიამ Sony ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ფილმების: Morbius (ჯარედ ლეტოს შესრულებით) და Ghostbusters: Afterlife პრემიერები, რომლებიც 2020 წელს იყო დაგეგმილი 2021 წლისთვის გადაიტანა. ასევე, კომპანიამ გააჩერა თამაშის Uncharted ეკრანიზაციაზე მუშაობა და მაყურებელი ტელეადაპტაციას 2021 წლის 8 ოქტომბერს იხილავს. 

შეიცვალა ფილმების Fatherhood (კევინ ჰარტის შესრულებით) და Greyhound (ტომ ჰენქსის შესრულებით) გამოსვლის თარიღები. პირველის პრემიერა 2021 წლის 15 იანვრისთვის დაიგეგმა, ხოლო მეორესი ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ასევე Sony-სა და Marvel-ის ჯერ-ჯერობით უსახელო პროექტის პრემიერა, რომელიც 2021 წლის 8 ოქტომბერს უნდა შემდგარიყო ასევე გაურკვეველი ვადით გადაიდო. 

კომენტარები