მინისტრის მოადგილე

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

IPN

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამკვირიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, მინისტრის მოადგილე საჩხერის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს, საავადმყოფო დატოვა მისმა ორმა შვილმაც, რომლებიც ასევე ინფიცირებულები იყვნენ კორონავირუსით.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე დადგენილი წესის თანახმად, ორკვირიან თვითიზოლაციაში იქნება შემდეგ კი, ჩვეული რეჟიმით გაააგრძელებს მუშაობას.

საქართველოში კორონავირუსის 108 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები