TBC Bank

TBC ჯანდაცვის სამინისტროს COVID19-ის 10 000 სწრაფი ტესტს გადასცემს

TBC ბანკი, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში COVID19-ის 10,000 სწრაფი ტესტი შეიძინა.

თიბისი აცხადებს, ტესტები საქართველოში უახლოეს დღეებში იქნება და ჯანდაცვის სამინისტროს ჩამოსვლისთანავე გადაეცემა.

215 000 ერთეული სწრაფი ტესტი საქართველოს ხელისუფლებას ჩინური კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-სგან უნდა შეეძინა, თუმცა, კომპანიამ ტესტები დაბალი ხარისხის გამო უკან გაიწვია. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა 27 მარტს განაცხადა, ხელშეკრულება ანულირებულია.

სწრაფი ტესტების საჭიროებაზე ჯანდაცვის სამინისტროს და NCDC-ის წარმომადგენლები კვირების განმავლობაში საუბრობდნენ, თუმცა, მოგვიანებით, მათი საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები