კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და კრიტიკული აღარ არის

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში მოთავსებული 4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა. მისივე თქმით, დანარჩენი სამის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. 

"4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და თუ ასე გაგრძელდება, ხვალიდან შეგვიძლია ვთქვათ რომ ის კრიტიკული აღარ იქნება. დანარჩენ შემთხვევებში მდგომარეობა უცვლელია. პროგნოზირება და გამოსავალზე ლაპარაკი ძალიან ძნელია თუნდაც ამ მძიმე კრიტიკული მდგომარეობის სტაბილიზირება"- თქვა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან არცერთი პაციენტის მდგომარეობა არ არის კრიტიკული ან მძიმე. 

საქართველოში COVID-19-ით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 108-მდე გაიზარდა. მათგან 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ამ დროისათვის კარანტინში 5114 ადამიანია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ გვერდზე არის განთავსებული. 

გუშინ, 30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები