საქართველოში კარანტინში მყოფი ადამიანების რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა. ამ დროისათვის კარანტინში 5114 ადამიანია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ გვერდზე არის განთავსებული.
ქვეყანაში კორონავირუსის 103 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის გავრცელები პრევენციის მიზნით, 30 მარტს ქვეყანაში ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა და 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათი დაწესდა.
ამ დრომდე, 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.





