Covid-ის დასამარცხებლად ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს €140 მლნ გამოუყოფს

Getty Images

Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

გამოყოფილი თანხა შემდეგ ქვეყნებზე გადანაწილდება: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ბელარუსი, უკრაინა და მოლდოვა. ევროკომისიის განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე არსებული თანხების კერძოდ 700 მილიონი ევროს გადამისამართება დაავადების დასამარცხებლად საჭირო მიმართულებით მოხდება. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოყოფილი სახსრების ნაწილი პარტნიორ ქვეყნებში სამედიცინო სისტემის აღჭურვასა და პერსონალის შესაბამის მომზადებაზე დაიხარჯება. ევროკომისიის თანხები დაიხარჯება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე და გაზრდის ხელმისაწვდომობას ფინანსებზე. 

კომენტარები