ესპანეთმა COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

REUTERS/Sergio Perez

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, ესპანეთმა ჩინეთის მაჩვენებელს გაუსწრო. სულ ესპანეთში ვირუსული ინფექცია 85 195 პირს დაუდასტურდა, აქედან 5 085 ახლად გამოვლენილია. ჩინეთში, 30 მარტის მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვია - 81 470.

ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალი კორონავირუსით 812 ადამიანი დაიღუპა, ჯამში COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 7 340-მდე გაიზარდა.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსითით დაინფიცირების 735 821 შემთხვევაა აღწერილი, აქედან 156 137 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა - 34 845.

კომენტარები