თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ისინი ბოლო ორი შემთხვევის კონტაქტები არიან.
"დღეს დილით მონაცემებით გაქვს 97 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ გუშინ 1 შემოგვემატა, წყაროა ინგლისი. დანარჩენი, დღეს დამატებული 6 პაციენტების წყარო ცნობილია. ისინი ბოლო 2 შემთხვევის კონტაქტია. მათგან მოთავსებულია 4 გორის ჰოსპიტალში და 2 საუნივერსიტეტო კლინიკაში"- თქვა ეზუგბაიამ და აღნიშნა რომ 97 პაციენტიდან ექვსის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
"აქედან 4 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია მაგრამ უკვე დასტაბილურდა, თუმცა ჯერ თავს ვიკავებთ ვთქვათ რომ გაუმჯობესებულია"- ამბობს ეზუგბაია.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 97-მდე გაიზარდა. აქედან 18 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. 4876 ადამიანი კარანტინშია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულში და ბოლნისში სრული კარანტინია.





