მესია

Netflix: მესიას მეორე სეზონი არ ექნება

Netflix

ნეტფლიქსის სერიალს Messiah გაგრძელება არ ექნება. შოუს დახურვის შესახებ ინფორმაციას პროექტში მონაწილე ერთ-ერთი მსახიობი უილ ტრაველი ავრცელებს.

"სევდიანი დღეა. Netflix-მა გვაცნობა რომ მესიას გაგრძელება აღარ ექნება. მადლობა მაყურებელს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვიყვარს Netflix, სამწუხაროა რომ სხვანაირად არ გამოდის."

სერიალის მოქმედება თანამედროვე შუა აღმოსავლეთში ვითარდება. მთავარი გმირი კონტროვერსიული სასწაულმოქმედია, რომელიც თავს იესოს რეინკარნაციად მიიჩნევს. სატელევიზიო შოუს მუსულმანური სამყარო ნეგატიურად შეხვდა - იორდანიაში ჩვენება აიკრძალა, ასევე მესიას დახურვის მოთხოვნით არაერთი პეტიცია შეიქმნა.

კომენტარები