კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა, სულ დადასტურებულია 85

Shutterstock

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა, სულ დადასტურებულია 85. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე - Stopgov.ge - განთავსდა.

კორონავირუსისგან 14 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კარანტინში 4641 ადამიანი იმყოფება. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. 

21 აპრილამდე ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

კომენტარები