ლუგარის კვლევითი ცენტრი

იმნაძე: ლუგარის ცენტრის შექმნაში ბენდუქიძეს მნიშვნელოვანი მონაწილეობა აქვს მიღებული

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის, თქმით, ლუგარის კვლევითი ცენტრის შექმნაში ბიზნესმენმა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, კახა ბენდუქიძემ, მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო. 

"სხვათა შორის, ბენდუქიძეს აქვს მაგ დროს [ლუგარის კვლევითი ცენტრის შექმნის დროს] ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიღებული,"- თქვა პაატა იმნაძემ. 

26 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძეს ერთერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაუსვეს შეკითხვა, რომლის მიხედვითაც, იმნაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ლუგარის ცენტრის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა. 

პაატა იმნაძის თქმით, მსგავსი განცხადება მას არ გაუკეთებია. მისი თქმით, ლუგარის ცენტრზე მუშაობა ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დროს დაიწყო და პირველ ხელშეკრულებაზე შევარდნაძისა და ბილ კლინტონის ხელმოწერა, ხოლო მეორეზე - საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრების. 

"ეს მოხდა 2002 წელს და შემდგომ, რა თქმა უნდა, იმ მთავრობის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა ამ პროექტის გაგრძელებაში, მაგრამ გადაწყვეტილებები ყველაფერი მიღებული იყო 2002 წელს. ამას ხაზს ვუსვამ,"- თქვა პაატა იმნაძემ. 

კომენტარები